23:18 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 18:16:24, 2556 ნახვა

კომენტარი
მეზვრიშვილი გორში მომხდარ ტრაგედიაზე - შეშფოთებულები ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, გორში დატრიალებულ ტრაგედიაზე გააკეთა კომენტარი.

მეზვრიშვილის განცხადებით, ამ საქმის გარშემო მიმდინარე საუბრები შემაშფოთებელია.

მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მოუწოდა, პირველ რიგში ოჯახის ინტერესები გაითვალისწინონ.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგნებულად ამ საქმეზე იმაზე მეტ დეტალს, ვიდრე გავასაჯაროეთ არ ვასაჯაროებთ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ შეშფოთებული ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო რეალურად ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან. უმორჩილესად გთხოვთ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან და  იმ ადამიანებს, ვინც ამ ფაქტებს აშუქებენ, და იმ ადამიანებს ვინც რაიმე ტიპის ინფორმაცის ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით, თავი შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება ოჯახი დააზიანოს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გორში 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვს თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა წამოცმული. აგრეთვე გოგონას ფეხები მავთულებით ჰქონდა შეკრული. ის მდინარე ლიახის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ბავშვი გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიკარგა, რის შემდეგადაც მშობლებმა პოლიციას მიმართეს. გოგონას სასტიკი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ი.ნ. დააკავა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის საცხოვრებელი სახლის მეზობლად სარემონტო სამუშაოების აწარმოებდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics