18:16 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 13:37:22, 617 ნახვა

საზოგადოება
ცესკო-ს ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრები გაიმართა ეუთო-ს (OSCE PA)  საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი დამკვირვებელთა მისიის  და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)  სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში  ჩასატარებლად ცესკო მზად არის.  მან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის და მედია ორგანიზაციების აკრედიტაციის თაობაზე. თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ეს შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მათ ვაცნობთ იმ მომზადების ხარისხს და არსებულ სიტუაციას, რომელიც  ადმინისტრირების კუთხით გვაქვს.  მათ ვაწვდით ყველა ამ ინფორმაციას, რომ ეფექტურად შეძლონ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. ცესკო ორგანიზების თვალსაზრისით არის აბსოლუტურად მზად -  დაბეჭდილია ბიულეტენები, იბეჭდება ამომრჩეველთა სიები, დღეს ასევე დასრულდება ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. შესაბამისად ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად, რომ არჩევნების დღეს მოვემსახუროთ ამომრჩეველს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics