13:16 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 16:40:57, 3679 ნახვა

მსოფლიო
ჰასან როუჰანი: აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის მოკვლას ვერ გაბედავდა

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდებოდა, - ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

"წარმოუდგენელია, რომ თანამედროვე მსოფლიოში,  ასეთი ორგანიზებული და სისტემური მკვლელობის მოწმეები გავხდებოდით. არ მგონია, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ქვეყანა ასეთი დანაშაულის ჩადენას შეძლებდა", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

როუჰანიმ თურქეთს მოუწოდა, ჟურნალისტის მკვლელობა დეტალურად გამოიძიოს.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთმა წინასწარ დაგეგმა.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. მოგვიანებით დადასტურდა, რომხაშოგი საკონსულო წარმომადგენლებთან ჩხუბის დროს დაიღუპა. აღნიშნული ბრალდებით თურქეთში 18 პირი დააკავეს. ხაშოგი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 

ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციური პარტია „ვატანის“ ლიდერის დოგუ პერინჩეკის ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის ჯამა ხაშოგის სხეულის ნაწილები სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ეზოში არსებულ ჭაში იპოვეს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics