|
2018-10-24 15:31:07, 1138 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს ადამიანების გაჭირვებას
ტრაგიკული სურათი ხელისუფლების, რომელსაც აღარ ესმის ხალხის პრობლემები - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. ბაქრაძის თქმით, ივანიშვილის გამოსვლა საუკეთესო პასუხია კითხვაზე, თუ რატომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე და რატომ არ უნდა მივცეთ ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს. „ჩვენ მოვისმინეთ ქართული ოცნების ხედვა, რომ თურმე ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს და ადამიანები ვერ ხვდებიან ამას იმიტომ, რომ ჟურნალისტები აწვდიან ინფორმაციას სხვანაირად. ჩვენ რომ ერთი დღე ტელევიზორი სახლში გამოვრთოთ, თურმე დოლარი გახდება 2 ლარზე ნაკლები, გავიგონებთ აგუგუნებული ქარხნების ხმას, სახლში დავინახავთ გავსებულ მაცივარს. ეს ყველაფერი იქნებოდა სასაცილო, რომ არ იყოს ტრაგიკული, რადგან ეს ეხება ასეულობით ათასი ოჯახის ბედს, რომელიც ივანიშვილისგან სამუშაო ადგილებს, გაიაფებულ კომუნალურ გადასახადებს ელოდებოდა. 6 წლის თავზე მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც საერთოდ ვეღარ ხედავს ადამიანების გაჭირვებას. ჯადოსნური 4 წლის შემდეგ, კიდევ უნდა ველოდოთ ჯადოსნურ 1 წელს ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ 4 წელიწადში ხალხს პირდებოდნენ უკეთესობას, ხოლო ამ ერთ წელიწადში ამოცანა იქნება ოპონენტების გაჩუმება“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)