04:22 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-24 13:22:12, 1051 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: დღეს დილით გამოვრთე „რუსთავი 2“ და ლარი 1,65-ად მომეჩვენა

ამ დილით გამოვრთე "რუსთავი 2", მივირთი უმი ხახვი და გემრიელ მწვადად მომეჩვენა, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით.

გოცირიძემ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ქვეყნის მბრძანებელი უწოდა.

"ვინც ქვეყნის მბრძანებლის წუხანდელ ტელეინტერვიუზე იტყვის, რა გონივრული აზრები მოვისმინეო, ეკუთვნის ერთი მილიონი ლარი საკომპენსაციოდ. სახლში არ შეუშვებენ. 
ჩემი პროგნოზით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლ ამ ფულს ან ქალბატონი გუგული მიიღებს, ან ნუკრი ქანთარია, ან კარლო კოპალიანი. კარლო ვინ არის? კარლო ის კაცია, მეორეჯერ რომაა დეპუტატი და არავინ იცის ამის შესახებ, არავის აწუხებს თავისი გამონათქვამებით. ვისაც იცნობთ, იმათ ხომ ნერვების მოშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათ?! მეტი კარლო პარლამენტში! არა რუსთავი 2-ს!  ამ დილით გამოვრთე რუსთავი ორი, მივირთი უმი ხახვი და გემრიელ მწვადად მომეჩვენა. 
ივანიშვილმა უცოდინარობაში ამხილა მოლა ნასრედინი. "რაც არ უნდა იძახო ხალვა-ხალვაო, პირში სიტკბო მაინც არ გაჩნდებაო", ამბობდა მოლა. ნურას უკაცრავადო, არა ხარ მართალიო და გააქარწყლა ეს მრავალსაუკუნოვანი ანდაზა. '' დღეს რომ გამორთო რუსთავი 2, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთო". მართლაც, გამოვრთე "რუსთავი 2" და ოი, საოცრებავ- ლარი 1,65-ად მომეჩვენა", - წერს რომან გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics