|
2018-10-24 01:32:40, 1317 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: ბურჭულაძე მესტუმრა და დაასახელა 9 მილიონი დოლარი, რის სანაცვლოდაც ის ჩვენი თანაგუნდელი გახდებოდა
პაატა ბურჭულაძე მისივე ინიციატივით მესტუმრა მეუღლესთან ერთად და დაასახელა 9 მილიონი დოლარი, რის სანაცვლოდაც ის ჩვენი თანაგუნდელი გახდებოდა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილის თქმით, მან ბურჭულაძეს ასეთ შეთავაზებაზე უარი უთხრა. "საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ როცა ორი ადამიანი საუბრობს და ეს საუბარი გარეთ გამოაქვთ, უკულტურობაა და მე ამ თემაზე არ ვისაუბრებდი. სხვათა შორის უსუფაშვილმა მოახერხა ეს ძალიან ჭარბად, მიუხედავად მრავალჯერადი პოლიტიკური პოზიციების არგაზიარებისა და შეუთანხმებლობისა, რომელიც მე მას ვპატიობდი, ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო, ის რაც უსუფაშვილმა მოახერხა 2016 წელს. გამოიტანა რაღაცები და გამოიტანა აყირავებულად. ჩემი პირველი შეხვედრა პაატა ბურჭულაძესთან ჩემივე ინიციატივით იყო და გაშუქდა. მას შევხვდი და შევთავაზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მაშინ, როცა ახალი მოსული ვიყავით პოლიტიკაში. მან მიპასუხა, რომ უნდა სცენაზე დარჩეს, რაც მე მადლირებიტ შევაფასე. გამოვედი და საჯაროდაც გავაკეთე განცხადება, რომ მას არ სურს და მე ამას მივესალმები. ამის შემდგომ მისივე ინიციატივით მეუღლესთან ერთად მესტუმრა და მაჩვენა, რომ გარკვეული პირობების შემთხვევაში ის თანახმა იქნებოდა ჩვენი თანაგუნდელი გამხდარიყო, მან დაასახელა 9 მილიონი დოლარი, რაზეც მე ვუთხარი, თუ რას ნიშნავდა ეს. მან ისაუბრა დანაკარგებზე იმ შემთხვევაში, თუ სცენიდან წამოვიდოდა, თუმცა მე ვეუბნებოდი, რომ შეეძლო ყოფილიყო სცენაზე და თან ყოფილიყო ჩვენი მხარდამჭერი, თუმცა მან ეს უარყო. ამის შემდეგ მე ხუმრობით გადავუანგარიშე ჰონორარი, რადგან ის აღარ იყო თავისი შემოქმედების პიკზე ასაკითაც და შემოქმედებითაც, შევახსენე მისი ჰონორარი და ვუთხარი, დაახლოებით 200 წელი დასჭირდება, რომ სცენაზე იდგე და ამდენი ფული აიღოთქო. გადავთვალეთ ერთად, მილიონს ვერ გავცდით, უკეთეს შემთხვევაში ეს შეიძლება ორი მილიონი ყოფილიყო და ამის მეტს ვერ გავცდით. ხუმრობით ისიც ვიკითხე, რატომ 9 მილიონი და არა 10. მეორე დღეს მისი მეუღლე მირეკავს, ამოდის ჩემთან, ჩემდა გასაოცრად, იღებს ჩანთიდან ფურცელს, მაწვდის ანგარიშის და და ამბობს, გადაგვიხადე 2 მილიონიო, ხომ დაგვპირდი. მე ვუთხარი, რომ ასეთი რამ არ მითქვამს. ეს ანგარიში დატოვა, ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდო. საღამოს გადავურეკე და ვუთხარი, რომ ასეთი სურვილები არ გამაჩნია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)