|
2018-10-24 00:15:00, 1364 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი ხორავას საქმეზე - არსად იკვეთება, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ინტერესი, ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა
„საგამოძიებო კომისიამ ვერაფერი მსგავსი მინიშნებაც ვერ გააკეთა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა ან რაღაც დაეფარა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი ინტერესი არის ის, რომ საქმეზე გამოძიება რაც შეიძლება სწორად წარიმართოს. ძალიან ბევრმა მოახერხა ამ საქმის გირგვლიანის საქმესთან გაიგივება და ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და ძალიან დიდი უზნეობა თუ გნებავთ. არსად არ იკვეთება, რომ დღევანდელ სახელმწიფოს და დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ კომისიაში და იმ კომისიამაც ვერაფერი მსგავსი ვერ აჩვენა. სახელმწიფოს და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი არის ერთადერთი, რომ ეს გამოძიება იყოს რაც შეიძლება სწორად წარმართული და დროში დასრულებული და დროში, ჯერ ეს დაგვიანებული არაა კიდევ გიმეორებთ, სასამართლო მიმდინარეობს. საგამოძიებო კომისიამ ვერაფერი მსგავსი მინიშნებაც ვერ გააკეთა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა ან რაღაც დაეფარა. ის რომ მაშინდელმა პროკურორმა შოთაძემ მოახერხა და დააკმაყოფილა მაღალი სტანდარტები, ის რომ მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და სწორედ ეს გახდა იმ მიტინგის და ვნებათაღელვის საწყისიც და მიზეზიც, რომ მოსამართლემ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ეს გახდა ყველაფრის მიზეზი. ამ დროს გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ვმართავთ სასამართლოს, რომ პროკურატურა მართავს სასამართლოს. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულება და ამას შეეწირა მთავარი პროკურორი, რომელიც რამდენად სწორად გადადგა, ჯერ კიდევ არ ვიცით, იმიტომ რომ მეორე ინსტანციის სასამართლო არ დასრულებულა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)