|
2018-10-23 23:24:31, 1210 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: ვპირდები საზოგადოებას, რომ საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ
ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველას თავის სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. ივანიშვილი მისი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პარტიას კრიზისი ჰქონდა. ყოფილი პრემიერის განმარტებით, "ქართულ ოცნებას" მისი რესურსი დასჭირდა. "მე დავბრუნდი პოლიტიკაში სამწუხაროდ. მოვახერხებ, რომ ის ვერტიკალი გუნდში დავამყარო, ასევე ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ. უფრო მკაცრი მოთხოვნები იქნება "ქართული ოცნების" ყველა წევრის მიმართ, პარტიაც გაძლიერდება. ამას ბევრი დრო არ დასჭირდება, ვარწმუნებ საზოგადოებას, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველას თავის სახელი ერქმევა და ყველას თავისი ადგილი ექნება. "რუსთავი 2" ვერ შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილი მძევლად ჰყავდეს და განსხვავებული აზრი არ მოისმინოს და საზოგადოება სიცრუეში აცხოვროს. ის, რაც გააკეთეს 9 წლის მართვის დროს, ახლოც იმას ცდილობენ - ძალადობით და სიცრუით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება. ვპირდები საზოგადოებას, რომ პირველ რიგში საკუთარ გუნდს მაქსიმალურად გავამაგრებ და გავამყარებ. მენეჯმენტი არის ის, რითაც მე წარმატებას მივაღწიე. ამისთვის შემოვბრუნდი, რომ მათ უჭირდათ და დასჭირდათ ჩემი რესურსი. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ მაქსიმუუმ ერთ წელიწადში ქვეყანაში ყველაფერს თავის სახელი მიეცემა. დღეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სახელმწიფო აღარ არსებობს, დღეს ოქუაშვილი, რომელიც ბიუჯეტს ფულს არ უხდის, ის უტევს სახელმწიფოს. შევახსენებ მათ მმართველობის დროს, მაშინ როდესაც გელაშვილი კინაღამ ცემით მოკლეს, რომ სააკაშვილს რაღაც არ დაუთმო, პირდაპირ ქიბარ ხალვაშს გადასცეს ყველაფერი, ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდებოდა, დღეს უნდათ დახატონ სიტუაცია, რომ სახელმწიფო რეკეტი არსებობს და ივანიშვილი ბიზნესისგან ფულს იღებს. ეს არავითარი ფაქტით არ საბუთდება და ვერც დასაბუთდება ის, რაც არ არსებობს. ასეთი ხალხი დღეს კითხვებს სვამს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს სწორია, რადგან ჩვენ სხვა გზა და სხვა ხელწერა არ უნდა აგვერჩია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)