03:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 17:38:54, 1359 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი: არასწორია, რომ არასამთავრობოები მუშტს გიბრახუნებენ და შენ თავი უნდა დაუხარო

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა, რა დროსაც მინისტრმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გააკრიტიკა. 

ვოლსკის თქმით, თეა წულუკიანი ვალდებულია პასუხი გასცეს კითხვებს, თუმცა მიდგომა თითქოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორს თავი უნდა დაუხაროს, არასწორია.

"საერთოდ, სასიამოვნო არ არის, როცა გიწევს ასეთი განცხადების გაკეთება, თუმცა მე ამას ვერ დავარქმევდი განცხადებას. მე დავარქმევდი ამას - პასუხს. რეალობა არის სხვაგვარი. არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გახსნას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო - ეს აჩვენებს მსოფლიოს დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რაზეც ჩვენ ახლა ვდაობთ. აქედან გამომდინარე, ანალიზის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს წინაპირობას, დასკვნას, ხოლო როდესაც ასე უაპელაციოდ, წამოძახებით აკეთებ განცხადებას, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგახარ, აქედან გამომდინარე თეა წულუკიანი, როგორც ყოველი ჩვენგანი ვალდებულია, რომ რაღაც პასუხი გასცეს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი - საერთაშორისო ფორუმია, მეორეც - ეს წესი, რომ თავი უნდა დახარო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია მუშტებს გიბრახუნებს, არასწორია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა. წულუკიანის კრიტიკა ორგანზიაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმაც დაისმახურა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics