17:23 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-23 15:23:58, 1663 ნახვა

ეკონომიკა
შემოსავლების სამსახური: „კავკასიაზე“ ყადაღა გრაფიკის დარღვევის გამო გავრცელდა, თუმცა ეს მათ საქმიანობას ხელს არ უშლის

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა დავალიანების გადახდის გრაფიკის დარღვევის გამო დაედო.

როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურში განუმარტეს, გრაფიკის დარღვევის გამო, ყადაღის გავრცელება სისტემურად ხდება. უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიაზე ინკასო არ გავრცელებულა და მის საქმიანობას ხელი არ ეშლება.

"საქმე მდგომარეობს შემდეგში: „კავკასიას“ ჰქონდა გაფორმებული გრაფიკი დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურთან. გრაფიკის დარღვევის გამო, მოხდა სისტემურად ყადაღის გავრცელება. ეს სისტემურად ხდება და ყველა ბიზნესუბიექტის მიმართ ერთი და იგივეა ეს სისტემური რეაგირება. როგორც კი გრაფიკის პირობები ირღვევა და არ ხდება კონკრეტული გრაფიკის შესაბამისად თანხის ჩარიცხვა, ბუნებრივია, სისტემა აგენერირებს შესაბამის ბრძანებას და ვრცელდება ყადაღა. ამასთან ერთად ვრცელდება ინკასო, თუმცა ეს ჩვენ არ გაგვივრცელებია იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა მედიასაშუალებას და ჩვენ ეს არაერთგზის გვითქვამს სხვა მედიასაშუალებებთან შექმნილი მსგავსი პრობლემების დროსაც. ყოველთვის გამოვდივართ იქედან, რომ თავისუფალი სიტყვის პრინციპები ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. ჩვენ არასოდეს არ ვიყენებთ მათ მიმართ ამ ტიპის, იძულებითი გადახდევინების ღონისძიებას. ის რომ ყადაღა გავრცელდა „კავკასიაზე“, ამის შესახებ ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა გაიგეს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისგან. როგორც კი გავრცელდა ყადაღა, ხაზს ვუსვამ, ეს მოხდა დღეს, იმიტომ რომ გავრცელდა ინფორმაციები, სადაც წერია, რომ 5 დღეა გავრცელდა და ასე შემდეგ, ეს ასე არ არის, დღეს გავრცელდა და დღესვე, ჩვენი წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ყადაღა გავრცელდა გრაფიკის დარღვევის გამო და რას აპირებთ, შევადგინოთ ახალი გრაფიკი, მოგვმართავთ ახალი განცხადებით თუ არის სხვა შესაძლებლობა, რომ გადაიხადოთ დავალიანება მთლიანად და მოხდეს ყადაღის ახსნა. ისინი უკვე მოვიდნენ და განცხადებით მოგვმართეს ახალ გრაფიკთან დაკავშირებით. დავალიანების რაოდენობას რაც შეეხება, მე ვერაფერს გეტყვით, რადგან არ მაქვს ამ ინფორმაციის გაცემის უფლება. ჰქონდათ გრაფიკი და მისი დარღვევის გამო გავრცელდა ყადაღა, თუმცა ეს მათ საქმიანობაში ხელს არანაირად არ უშლის. ინკასო არ გავრცელებულა და წვდომა აქვთ თავიანთ ანგარიშებზე", - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

ცნობისთვის, ტელეკომპანიის დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, "კავკასიას" ყადაღა დაედო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics