03:13 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 16:16:51, 1826 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი ბაქრაძეზე: სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთი ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ ზურაბიშვილის წიგნის ფრაგმენტებს იყენებს.

ზურაბიშვილმა ბაქრაძის განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდება, ამ თემაზე ბრიფინგს გამართავს.

„სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ. მე ის მიკვირს, რომ მთავრდება ახლა საარჩევნო კამპანია და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს მეტი სალაპარაკო თემა არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, მთავარი სალაპარაკო თემა მე ვარ. მე მგონი, ამ არჩევნებში საზოგადოება საპრეზიდენტო კანდიდატებისგან ელოდება იმას, თუ ვინ რას პირდება მომავლისთვის, მე ამას ვეტყვი ამომრჩეველს და ვეუბნები ყველგან. დროა, რომ ყველამ გასცეს პასუხი ამ მთავარ კითხვას. თუ ჩავთვალე საჭიროდ, რომ საჭიროა ჩემი არგუმენტები, ცალკე ბრიფინგს მოვაწყობ ამ საკითხზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics