18:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 14:51:49, 1855 ნახვა

კომენტარი
კობახიძე დავით ბაქრაძის განცხადებაზე: ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებებით დავადასტურებთ

„ეს არის ტყუილი და ამას მტკიცებულებით დავადასტურებთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური კანდიდატები კამპანიას მუდმივი აგრესიის რეჟიმში წარმართავენ. მისივე თქმით, ამის საპირისპირო მაგალითს იძლევა სალომე ზურაბიშვილი.

„საარჩევნო გარემო ჩვენ არავის არ მოგვწონს, არავის არ მოგვწონს ის, თუ როგორ წარმართავენ ოპოზიციური კანდიდატები ამ საარჩევნო კამპანიას. ეს კამპანია წარიმართება მუდმივი აგრესიის, შეურაცხყოფის რეჟიმში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ეს ხელს არ შეუწყობს, ნამდვილად, პოლიტიკური კულტურის, საარჩევნო კულტურის განვითარებას. საპირისპირო მაგალითს იძლევა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც წარმართა ეს კამპანია ევროპულ სტილში და ნამდვილად, ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს, თავის წვლილს შეიტანს ჩვენთან საარჩევნო კულტურის განვითარებაში. ამისთვის, მე მას პირადად მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics