|
2018-10-22 14:28:51, 1297 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: ხელისუფლებასთან ბრძოლის ნაცვლად, ენმ და მათი კანდიდატი ტალახს „ევროპული საქართველოსკენ“ ისვრის
ხელისუფლებასთან ბრძოლის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი ტალახს „ევროპული საქართველოსკენ“ ისვრის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ენმ-მ ევროპის სახალხო პარტიასთან ხელმოწერილი მემორანდუმი პირველსავე დღეს დაარღვია. „სამწუხაროდ მათ უბრალოდ სტრატეგია ქონდათ ოპოზიციური ძალის, ევროპული საქართველოს დაზიანების და დასუსტების და გვებრძოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებულიყვნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაზე. ეს არ არის ახალი, ეს მათი სტილია, განსხვავებულ აზრზე თავდასხმა და დაუსაბუთებელი ბრალდებების სროლა. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ მათი ქმედებებით, როგორც ოპოზიციასთან ბრძოლით, ასევე მათი აგრესიული გამოსვლებით, როდესაც ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილს რომელიც უბრაზდება ხალხს ნაცვლად იმისა, რომ გააზრებული ქონდეს ჩვენი შეცდომები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ვხედავთ ჩვენ პოპულიზმს და ასეთ აგრესიულ გამოსვლებს სატელევიზიოს - ეს არის პირდაპირ ხელშეწყობა ქართული ოცნების და მათი ხელისუფლების გახანგრძლივების. ეს არის ის პასუხისმგებლობა რომელიც დღეს ნაციონალურ მოძრაობას არ ესმის და თავისი გამოჩენით, არსებობით, აგრესიულობით და პოპულიზმით პირდაპირ ხელს უწყობს და ახარებს ქართულ ოცნებას. ამიტომ მე მოვუწოდებ მათ, ჩვენ აბსოლუტურად არაფერი არ გვაკლდება მათი თავდასხმებისგან, მაგრამ ისინი ამით აძლიერებენ ქათულ ოცნებას და აზარალებენ ამით ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, კარგად დაფიქრდნენ პასუხისმგებლობაზე მოსახლეობის მიმართ, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს მოგონილი არეულობის და შიშების დასანერგად და ამაში ყველაზე კარგად სასარგებლო საფრთხობელას როლში ჩვენ ნაციონალური მოძრაობა გვხვდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)