05:31 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-22 13:32:56, 1788 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: ხელისუფლება ფულის შოვნაზეა გადასული

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლების შემოსავლების გამოძიებას მოითხოვს.

როგორც მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. 

"ჩვენ ძალიან ხშირად ვსვამთ ხოლმე კითხვას: რატომ არ ვითარდება ქვეყანა, რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება, რატომ არ ზრუნავს ხალხის პრობლემებზე; სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, ის დამადასტურებელი ფაქტი თუ რატომ არაფერს არ აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი გადასული არიან ფულის შოვნასა და კორუფციული სქემების აგებაზე და რაც ყველაზე მთავარია, ისინი ამ გზით უზარმაზარ ქონებას აგროვებენ. მათ ააშენეს სასახლეები საკუთარი ცხოვრების უკეთსაყოფად. ნაცვლად იმისა, პროკურატურისგან გვესმოდეს, რომ ისინი გამოიძიებენ დაუსაბუთებელ ქონებას, სრული დუმილია და ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics