09:47 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-21 12:52:17, 5782 ნახვა

კულტურა
კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა


ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტი - „ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.
საღამო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ გახსნა. საუბრის დროს მან  პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონსულტანტებსა და ცენტრის თანამშრომლებს კონკურსების სრულყოფილად განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და მოზარდებს კარიერული წინსვლა უსურვა.
მონაწილეებს  სიტყვით მიმართეს პროექტის კონსულტანტებმა - მწერალმა პაატა შამუგიამ, მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა, მხატვრებმა გოგა ჯაფარიძემ და ნინო ქოქიაშვილმა. მათ თავიანთი რჩეულები დაასახელეს და საჩუქრები გადასცეს.
კონკურსების რჩეულები გახდნენ - ლიტერატურაში ელენე მესხი  და ანდრია კიკონიშვილი. მხატვრობაში ელენე არაბიძე და ლუკა გოგიტაძე. 
მხატვრულ კონკურსში კონსულტანტების მიერ შერჩეული 12 მონაწილე  წელიწადის თორმეთი თვის თემატიკაზე ნახატებს, ხოლო ლიტერატურული კონკურსის 24 მონაწილე ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქმნიდა.
მონაწილეების  მიერ შექმნილი ნახატებით 2019  წლის კედლის კალენდარი აიკინძება, ნაწარმოებებით კი წიგნის კრებული გამოიცემა. წიგნი ასევე ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება და განკუთვნილი იქნება მცირემხედველთათვის და უსინათლოებისთვის.
კონკურსის მიზანია მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე, აღმოაჩინოს ნიჭიერი პროზაიკოსები და მხატვრები.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics