07:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-21 12:14:08, 3819 ნახვა

მსოფლიო
აშშ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას დატოვებს

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან 1987 წლის შეთანხმებიდან გასვლას გეგმავს, რომელიც საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა.

პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილების საფუძვლად ის გარემოება დაასახელა, რომ არსებული შეთანხმება რუსეთმა დაარღვია. აშშ არ აპირებს „ამ ფაქტის მიღებას“ და გავა უმოქმედო შეთანხმებიდან.
„ჩვენ ამ იარაღის შექმნა მოგვიწევს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საქმე ეხება 1987 წელს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მხარეები, 500-5500 კმ-მდე დისტანციაზე მოქმედი ბირთვული რაკეტების ლიკვიდაციაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულებას რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების საფუძველზე 2700-ზე მეტი რაკეტის განადგურება მოხერხდა.

როგორც Fox News-თან ინტერვიუში ტრამპი განმარტავს, რუსეთი საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას ჯერ კიდევ ობამას პრეზიდენტობის პერიოდიდან არ ასრულებდა.

„წარმოდგენა არ მაქვს, თუ რატომ არ აწარმოებდა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ობამა ან რატომ არ გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ჩვენ არ მივცემთ რუსეთს უფლებას, შეთანხმება დაარღვიოს. რუსეთი შეთანხმებას არღვევდა, ამიტომ, სამწუხაროდ, ჩვენ მისი შეწყვეტა და შეთანხმებიდან გასვლა მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics