16:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-20 19:54:01, 2050 ნახვა

სამართალი
გიორგი ხოჯევანიშვილი მირზა სუბელიანზე - ჩვენი ნაცნობობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა

შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის და პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდნენ და  მათი საქმიანობის სფეროები არ იკვეთებოდა.

თუ იცნობთ და რა სახის ნაცნობობა გაკავშირებთ მირზა სუბელიანთან?

- მირზა სუბელიანს ნამდვილად ვიცნობ. მართალია ერთ უწყებაში ვმუშაობდით, თუმცა ჩვენი საქმიანობის სფეროები არ იკვეთებოდა, ამიტომ მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა ჩვენი ნაცნობობა.

რა მიმართულებით მუშაობდით სასჯელაღსრულების სამინისტროში?

- სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტს ვკურირებდი, რაც თავის მხრივ არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას გულისხმობს.

როგორ შეაფასებდით მირზა სუბელიანის მოსაზრებას თქვენთან მიმართებაში?

- ჩანაწერების მიხედვით, თუკი ეს ნამდვილად ავთენტურია, ეს არის მირზა სუბელიანის მოსაზრება, მას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხთან თუ პერსონასთან მიმართებაში, თუმცა ამ ვთვლი საჭიროდ ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთების აუცილებლობას, რადგანაც  სინამდვილეს არ შეესაბამება. რაც შეეხება სამსახურიდან შეცვლის საკითხს, ესეც ჩემი სურვილით მოხდა, ვინაიდან მივიღე საინტერესო შემოთავაზება და შესაბამისად, გავაგრძელე საქმიანობა კერძო სექტორში, რაზეც უკვე არაერთხელ მისაუბრია მედიასთან.

სუბელიანმა ჩანაწერში თქვენი ქონებრივი მდგომარეობაც ახსენა

- დიახ, თუმცა შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემ დეკლარაციას, ეს საჯაროა ყველასთვის და ამ საკითხზეც  არაერთხელ ვისაუბრე მედიასაშუალებებთან. ის, რა ქონებასაც ვფლობ, შეძენილია საოჯახო ბიზნესიდან მიღებული შემოსავლებით, დივიდენდითა და ასევე ჩემი სხვადასხვა წლებში გაკეთებული დანაზოგებით. ასევე, ჩემი საკუთრების დიდი ნაწილი მემკვიდრეობით მაქვს მიღებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics