|
2018-10-19 20:45:24, 2728 ნახვა
ეკონომიკა
გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაგრძელდება
გერმანიაში ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლების სატრენინგო პროგრამა გაგრძელდება. შესაბამის განზრახვათა ერთობლივ დეკლარაციას ხელი გერმანიაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ვიზიტისას მოეწერა. „ქართველ მენეჯერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგთან დაკავშირებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ განზრახვის ერთობლივი დეკლარაციას" ასევე ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაისმა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია კერძო სექტორის შესაძლებლობების განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. აღნიშნული კურსი ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამასთან, მოამზადებს მენეჯერებს, რომლებიც უფრო წარმატებით შეძლებენ ქართული პროდუქციის გატანას ევროკავშირის და მსოფლიო სხვა ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ მენეჯერთა გადამზადების პროგრამით ბოლო სამი წლის განმავლობაში 56-მა მენეჯერმა გაიარა აღნიშნული ტრენინგი. დეკლარაციაზე ხელმოწერამდე გენადი არველაძისა და ტომას ბარაისს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტისას მიღწეულ ეკონომიკური შინაარსის შეთანხმებებზე და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე. მათ შორის, ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დელეგაცია ბიზნესმენთა წარმომადგენლობით ჯგუფთან ერთად ეწვევა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.
(NS)
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)