|
2018-10-19 17:44:47, 5618 ნახვა
ევროპის ამბები
ირაკლი ხახუბია: ზურაბიშვილი ადამიანის შთამომავალი, რომელმაც გაანათა ფოთი
„ფოთელებისათვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია-ჩვენს ქალაქში ნიკო ნიკოლაძეობა აღინიშნება. სასიხარულოა, რომ სწორედ დღეს, ჩვენთან ერთად, ქალბატონი სალომე ბრძანდება. ქალბატონი სალომე, მოგეხსენებათ, დიდი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია. იმ ადამიანის შთამომავალი, რომელმაც გაანათა ჩვენი ქალაქი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პირველი ნათურა საქართველოში აინთო ქალაქ ფოთში. ეს იყო დიდი ნიკო ნიკოლაძის დამსახურება. მის სახელთანაა ასევე დაკავშირებული ფოთის პორტი, რკინიგზა. მისი 18 წლიანი მერობის განმავლობაში გაშენდა ეს ქალაქი, რომელიც იყო ჭაობიანი. ნიკო ნიკოლაძის დამსახურებით აისახა ასეთი პატარა, ლამაზი ქალაქი მსოფლიო რუქაზე. რაც შეეხება თავად ქალბატონ სალომეს, იგი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას!“ ამის შესახებ ფაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ხახუბიამ ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)