13:15 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 14:51:19, 3850 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ვინც, ჩვენს წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ჩაძაღლდება - რუსები სამოთხეში მოვხვდებით

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ისინი ვინც რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ "ჩაძაღლდებიან",  ხოლო თავად რუსები სამოთხეში მოხვდებიან.

ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს. 

"აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ პასუხს მიიღებს და განადგურდება. თუმცა ჩვენ, ამ აგრესიის მსხვერპლნი, სამოთხეში მოვხვდებით, როგორც მოწამეები. ამასობაში, ისინი უბრალოდ ჩაძაღლდებიან, რადგან მონანიებასაც ვერ მოასწრებენ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე განმარტებით, რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგება.

"ბირთვული იარაღის გამოყენების კონცეფცია გულისხმობს საპასუხო დარტყმის განხორციელებას. ჩვენ ამ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ დავრწმუნდებით, რომ პოტენციური აგრესორი ჩვენს ტერიტორიას ბომბავს", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics