14:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-19 11:05:28, 3264 ნახვა

მსოფლიო
კიბერთავდასხმების გამო, ევროკავშირი რუსეთს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება სურთ, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სანქციების დაწესების საკითხი ბრიუსელში გამართულ სამიტზე განიხილეს.

მედიის ცნობით, სანქციების გაფართოების მიზეზი სოლსბერიში, სკრიპალებთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი და ჰააგაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შტაბ-ბინაზე ჰაკერული თავდასხმაა.

"რადიო თავისუფლება" წერს, რომ სანქციების რეჟიმი დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. ევროკავშირის ქვეყნები იმუშავებენ საკანონმდებლო ჩარჩოზე. მართალია დოკუმენტში არ არის ნახსენები რუსეთი, სანქციებისკენ მოწოდება მოჰყვა მოსკოვის კიბერ აქტიურობას.

ცნობისთვის, კიბერთავდასხმაში ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს ფედერაციას ადანაშაულებენ, თუმცა მოსკოვის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ბრიუსელის სამიტზე ლიდერებმა დოკუმენტი დაამტკიცეს, სადაც წერია, რომ სოლსბერისა და ჰააგაში მოხდარი ინციდენტები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია ევროკავშირმა შიდა უსაფრთხოება გააძლიეროს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics