|
2018-10-18 19:21:01, 1406 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - „საფინანსო კომპანია საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს
შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ დაზარალებულმა პირებმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, დაზარალებულთა ნაწილი კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მსჯავრდებულ მ.ფ.-ს პატიმრობიდან გათავისუფლებას და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. „სასამართლოს ორივე ინსტანციამ პროკურატურის მტკიცებულებათა საფუძველზე მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისათვის შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ ხელმძღვანელი პირები - თ.ლ., თ.მ. და მ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით. სასჯელის სახედ და ზომად მ.ფ.-ს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, თ.ლ.-ს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, ხოლო თ.მ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აგრეთვე დამატებითი სასჯელის სახედ სამივე მსჯავრდებულს განესაზღვრა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. დღეის მდგომარეობით, სააპელაციო ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარის მიერ უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული. მისი განხილვა არ დაწყებულა, რაც არაერთხელ განემარტა დაზარალებულებს. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 2343 მოქალაქე. პროკურატურისათვის მნიშვნელოვანია, ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, რაც არაერთხელ განემარტა როგორც დაზარალებულებს, ასევე მსჯავრდებულ პირებს. მთავარ პროკურორთან შეხვედრის შეთავაზებაზე უარისა და საქმის შემდგომ მსვლელობაზე, მათ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნაზე რეაგირების სამართლებრივ საფუძვლებზე არაერთი განმარტების მიღების შემდეგ, არსებული მოთხოვნებით პროკურატურასთან საპროტესტო აქციის ჩატარების მოტივი გაუგებარია“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)