|
2018-10-18 18:33:00, 1134 ნახვა
საზოგადოება
„ისეთს დავარტყავ, ვერ აეწყობიან“ - სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით მორიგი ჩანაწერი გავრცელდა
რუსთავი 2" სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩიინოსნის მირზა სუბელიანის და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის მორიგ ჩანაწერს ავრცე;ებს. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სუბელიანი ამბობს, რომ ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაბრაზებულია. სავარაუდოდ სუბელიანის თქმით, მას აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ხელისუფლების დამხობას შეძლებს და აცხადებს, რომ ეს მტკიცებულებები 2014 წლამდე მოიპოვა. "მირზა სუბელიანი - ვიცი, ადვოკატს როგორც უნდოდა, ისე გაუკეთეს, მაგრამ მე რომ ჩავხსნილიყავი, ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, მაგრამ თვითონ იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. მაგრამ პასუხისმგებელი იქნებიან არა წარსულზე, არა ძმაო. 2014-მდე რაც გამიკეთებია. იქ იმაზე დავარტყავ, ისეთ დონეზე დავალ, ისეთს დავარტყამ, ბო... ვიყო, ვერ აეწყობიან, დამიჯერე რა. ისე მაქვს თავი გადაზღვეული, მაგათ წარმოდგენა არ აქვთ ესე. მე ერთადერთ, რაც თავი მაკავებს, შენ რომ არ იყო და სოზარი. თქვენი ორი რომ არ იყოთ, ჩემი აქ ჩამჯდომის დედა .....სარალიძე რომ გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორ, ბიჭო, რა შემეშალა. აგერ არის სოზარი, დამიჯერე, 12 კაცს გამოვიყვან ძმაო, მე გამოვედი, მე ვეხვეწებოდი, წავალ, გავაკეთებ და მე მახოცავენ კიდევ ხელებს. მაგრამ ეს დედის მოვ..ან ასე არ დასრულდება. მირზა სუბელიანი - მე რას ვამბობდი? ეს ყველაფერი ხომ ჩირქივით არის, კაცი მოგვიკვდა, ეს რომ ჩავარდეს, რომ ვინ არის პასუხისმგებელი? ვიქტორ ჯაფარიძე - პასუხისმგებელი არავინ! მირზა სუბელიანი - ჰოდა, ძმაო, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ იმას ვერ ხვდებიან, რა ფასი ვარ მე მაგათთვის ყველას მო.... ვინც მაგას ვერ ხვდება, რასაც მე ვაკეთებ ქვეყნის გამო რა. აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რაღაცას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები, წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამეს შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო, მერე ვეღარც ესკორტი და ვერაფერი უშველის", - ისმის ჩანაწერში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)