2015-06-10 15:02:59, 330 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ვერ იწყება
პარლამენტის პლენარული სხდომა ქვორუმის არ არსებობის გამო ვერ იწყება. პლენარულ სხდომაზე ქვორუმი ორჯერ არ შედგა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. გიორგი გაბაშვილმა ჟურნალისტებს ის მიზეზები განუმარტა, რის გამოც მისმა თანაგუნდელებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს:
“უმრავლესობის დისფუნქციურობის გამო, პრაქტიკულად პარლამენტიც დისფუნქციურია და მეორე კენჭისყრაა უკვე და კვორუმი არ არის. ჩვენ არ გავიარეთ არც ერთხელ რეგისტრაცია და ამის მიზეზი არის ის, რომ სერიოზულ საკითხებზე, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე, მსჯელობა არ მიმდინარეობს,“ - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
ხელახალი რეგისტრაცია ნახევარ საათში დაიწყება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან