|
2018-10-18 16:39:56, 788 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივს აუდიოწიგნები შეემატა
საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრმა საქართველოს ეროვნულ არქივს დღეს აუდიოწიგნების არქივი გადასცა. 1600-ზე მეტ მაგნიტურ ფირსა და 5800-ზე მეტ აუდიოკასეტაზე 1950-80-იან წლებში ჩაწერილია ქართველი და უცხოელი ავტორების 1000-ზე მეტი ნაწარმოები, ასევე ზღაპრები და სიმღერები. ჩანაწერებს შორისაა: მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი საყელო"; ვასილ ბარნოვის „ტრფობა წამებული"; ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია"; ნოდარ დუმბაძის „თეთრი ბაირაღები"; თამაზ ჭეიშვილის „ხუთი ოლიმპიელი"; ონორე დე ბალზაკის „გამქრალი ოცნებანი", რადიარდ კიპლინგის „მაუგლი" და სხვა. ტექსტებს კითხულობენ ცნობილი მსახიობები და დიქტორები: გიზო სიხარულიძე, ზაზა ლებანიძე, გივი ჩუგუაშვილი, დავით დვალიშვილი, იზა დავითაშვილი, გოგი ხარაბაძე, ჯემალ მონიავა, ლეო ანთაძე, თინა მგალობლიშვილი, და სხვები. აუდიოწიგნები ეროვნულ არქივს უსინათლოთა კავშირის კულტურის ცენტრის დირექტორმა ცირა ვეფხვაძემ პირადად გადასცა. მისი თქმით, ჩანაწერებს ამ ფორმატში მკითხველი ვეღარ იყენებს. ეროვნულ არქივისათვის მისი გადაცემა ემსახურება ორ მიზანს - აუდიოკასეტები და ფირები ელექტრონულ მატარებელზე იქნება გადატანილი და გამარტივდება მისი მოსმენა, ამასთან, ორიგინალები დაცული იქნება აუდიოდოკუმენტების საცავში, სათანადო პირობებში. საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის გიორგი კაკაბაძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აუდიოჩანაწერების დედნები დამუშავდება საარქივო წესით, გადაინაცვლებს საცავში, დამზადდება მათი ციფრული ვერსია და მსმენელისთვის ხელმისაწვდომი გახდება ონლაინ სივრცეში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)