|
2018-10-18 16:38:52, 708 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში დასრულდა
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე ყველა დასახლებულ პუნქტში სანავიგაციო მონაცემების აღწერა დაასრულეს. ქვეყნის მასშტაბით ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე 121 დასახლებაში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემი - 196 621 ობიექტია აღწერილი, მათ შორის 113 776 ინტერესის ობიექტი, საავტომობილო გზათა ქსელის 18 718კმ., 82 845 საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი, 57 კმ საველოსიპედო ბილიკი. აღწერილ კულტურულ, რეკრეაციულ თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს ვიზუალიზაციისათვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული. საველე სამუშაოების პარალელურად, შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დამუშავება და ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრის ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახადოს, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)