|
2018-10-18 16:33:13, 637 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ არქივს შვედეთის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის დელეგაცია ესტუმრა. ცნობილი შვედი მწერალი და მთარგმნელი, ისტორიკოსი ბენგტ იანგფელდტი, ნობელის ოჯახის შთამომავალი, პროფესორი ტომას ტიდენი და სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა მიიღო. შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრი, ნობელის ოჯახთან ერთად, ამჟამად მუშაობს პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მე-19 და მე-20 საუკუნეებში რუსეთის იმპერიაში და, მათ შორის, კავკასიაში ნობელების ოჯახის საქმიანობის შესახებ წიგნის გამოცემას. სხვა საარქივო მასალასთან ერთად, წიგნის ავტორებს სურთ გამოცემაში გამოაქვეყნონ საქართველოს ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული დოკუმენტები. თეონა იაშვილმა სტუმრებს დაათვალიერებინა ნობელების მოღვაწეობის შესახებ ეროვნულ არქივში დაცული მასალა და გამოქვა მზადყოფნა, რომ დოკუმენტების ელექტრონული ასლები გადასცეს წიგნზე მომუშავე ჯგუფს. სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრთან საქართველოს ეროვნული არქივი რამდენიმე წელია თანამშრომლობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)