|
2018-10-18 16:30:16, 1184 ნახვა
კომენტარი
ვიქტორ ჯაფარიძე ჟურნალისტებს - უნდა კითხულობდეთ იმას, თუ როგორ მოხდა საუბრის ჩაწერა, მაგრამ სენსაციას ეძებთ
„პროკურატურის პოლკოვნიკი, განმარტოვებულ საკანში ზის, დაენგრა ოჯახი, წარმოიდგინეთ თქვენი თავი არ იქნება სტრესის ქვეშ?! მე ვთვლი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგ და ჩავთვალე არასერიოზულად, ახლა მეუბნებიან ტყუილი თუ იყოო... არასერიოზული და ტყუილი ერთი არ არის?“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მესტიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განუცხადა. ვიქტორ ჯაფარიძის გაღიზიანება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიკროფონმა გამოიწვია. როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტები არა ჩანაწერების შინაარსით, არამედ იმით უნდა ინტერესდებოდნენ, თუ როგორ მოხდა ფარულად ჩაწერა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. „ეს მიკროფონი მომაშორეთ (რუსთავი 2-ის) რატომ უნდა მომაშოროთ იცით?! ესენი წერენ და ამათმა იციან, რა სიბინძურეებში გახვიეს მთელი ქვეყანა, ეს არის მათი მეთოდი, მაგრამ ხალხს ვერ მოატყუებთ თქვენი ბინძური მეთოდებითა და ჩაწერებით. აღარავის არ სჯერა თქვენი ჩანაწერების. გაინტერესებთ, რამდენჯერ შევედი მირზა სუბელიანთან? 5-ჯერ თუ 6-ჯერ შევედი, კიდევ მოითხოვენ ჩემს შესვლას, კიდევ შევალ, არამარტო მირზა სუბელიანთან, ნებისმიერ სვანთან, ვინც მოითხოვს ჩემს შესვლას საპყრობილეში, იმასთან შევალ, არ მაქვს ამის პრობლემა. თვითონ მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნით შევდიოდი და გიმეორებთ, მე 14-შიც შევედი მირზა სუბელიანთან, იმიტომ რომ მქონდა ინფორმაცია მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იყო და ყველას გეკითხებით თქვენ, ადამიანი რომლის შვილის გამოც ორი ახალგაზრდა ბიჭი მიწაში ჩადო თავისმა ოჯახმა, ამდენი ოჯახი გაუბედურდა, თვითონ პროკურატურის პოლკოვნიკი, განმარტოვებულ საკანში ზის, დაენგრა ოჯახი, წარმოიდგინეთ თქვენი თავი არ იქნება სტრსის ქვეშ?! მე ვთვლი, რომ არასერიოზული, სტრესის ქვეშ, აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო ეგ და ჩავთვალე არასერიოზულად, ახლა მეუბნებიან ტყუილი თუ იყოო... არასერიოზული და ტყუილი ერთი არ არის? თქვენ უნდა კითხულობდეთ იმას, რომ როგორ მოხდა, რომ პარლამენტის წევრი შევიდა საპყრობილეში პატიმართან და ეს არის ჩაწერილი, მაგრამ სენსაციას ეძებთ თქვენ. ეგ უნდა იყოს სენსაცია, რომ ვინ ჩაწერა პარლამენტის წევრის საუბარი პატიმართან. ეგ არის ჩვენი უბედურება“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)