|
2018-10-18 14:19:58, 5004 ნახვა
ევროპის ამბები
თალაკვაძე: პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე
„ეს არ არის გზების, ხიდების, პენსიის ან სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების არჩევნები. ეს არის არჩევნები, როდესაც საქართველომ, თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს ადამიანი, ვინც იქნება ამ ქვეყნის მთავარი ელჩი, ვინც შინ და გარეთ საქართველოს სახელით დაელაპარაკება ყველას, ვისაც ესმის ევროპის ენა, ვისაც ესმის ამერიკის ენა და ვინც იცის რა ხდება მსოფლიოში. ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა უკან, წარსულში დაბრუნება. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ მაგიდასთან დაუძახოს ყველა მხარეს, დაუძახოს პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, შეხვდეს საზოგადოებას და ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაამუშაოს. მომავალი პრეზიდენტის საქმე არის ის, რომ ევროპას ელაპარაკოს საქართველოზე და ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც ევროპის ოჯახში მიღებულია-ასეთია სწორედ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი!" ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მესტიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)