|
2018-10-18 12:22:10, 442 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სანია ჩელებიც ლუკოვაკს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ასევე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის საკითხები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურ ჩართულობას რეგიონში და აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის და უსაფრთხო მიგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით, აჭარის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე IOM-ის მიერ ახალი რეგიონული პროექტის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოში 2017 წელს დაიწყო და მიგრანტთა შორის აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მეთვალყურეობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამავე პროექტის ფარგლებში, აჭარაში ხორციელდება მიგრანტთა მონიტორინგი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. IOM-ის საქართველოს მისია 1993 წელს დაფუძნდა, ხოლო აჭარაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 2014 წლიდან ფუნქციონირებს. შეხვედრას მიგრანტთა რესურს ცენტრის კოორდინატორი ბათუმში ნანა პაპიაშვილი ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)