|
2018-10-18 12:07:23, 1287 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია - ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი ექსპორტის განვითარებაა
„საქართველოსთვის ვაჭრობა ყოველთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა, ამიტომ ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი არის ექსპორტის და საექსპორტო ვაჭრობის განვითარება. ამ კონტექსტში ვაჭრობის ფინანსირების ინსტრუმენტების განვითარება და გამოყენება საქართველოში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომელმაც ოფიციალურად გახსნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებული ვაჭრობის ფინანსირების ყოველწლიური მეშვიდე ფორუმი. თავის მისალმებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ვაჭრობის ფინანსირების მნიშვნელობაზე ვაჭრობის სექტორის განვითარების მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ასეთი მაღალი დონის ფორუმის გამართვა სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ადგილობრივი ბიზნესისთვის. EBRD-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა ხელს უწყობს საგარეო ვაჭრობის განვითარებას ბანკის წევრ ქვეყნებში. პროგრამის მეშვეობით აღნიშნული ბანკი უზრუნველყოფს გარანტიებს საერთაშორისო დამმოწმებელი ბანკებისთვის, საკუთარ თავზე იღებს რა გადახდის პოლიტიკურ და კომერციულ რისკებს, რისი პასუხისმგებლობაც წევრი ქვეყნების ბანკებს ეკისრებათ. ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი 18 – 19 ოქტომბერს ჩატარდება. თბილისის ფორუმს 40 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მსგავსი ფორუმები ჩატარდა ვენაში, მაინის ფრანკფურტში, ლონდონსა და სტამბულში.
(NS)
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)