16:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-18 11:34:49, 1335 ნახვა

ეკონომიკა
სს „ქართული ლუდის კომპანია“ სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერია

„აიფიემ კვლევების“ მიერ გამოქვეყნებულ TOP-10-ში სს „ქართული ლუდის კომპანია“ ერთადერთი ქართული წარმოებაა,  რაც იმას ნიშნავს, რომ ის სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერია.

„კომპანიის  თითოეული თანამშრომელი  გამოთქვამს  მზადყოფნას სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. ამასთან,  შიდა კორპორაციული კულტურა  იძლევა იმის თქმის  საშუალებას, რომ კომპანიის  თვითოეულ  თანამშრომელს  გაცნობიერებული აქვს გუნდურად მუშაობის პრინციპის  ყველა ნიუანსი და დადებითი  მხარე.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ  ჩვენს კომპანიაში   დასაქმებულთა  თითქმის 70 % იძლებით გადაადგილებული პირია.  რაც  გვაძლევს  იმის თქმის  საშუალებას, რომ ჩვენი წარმოება თავად  არის  წარმატებული სოციალური პროექტი“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის  ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.

აღსანიშნავია, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ხშირად ხვდება „აიფიემ კვლევების“ მედია სტატისტიკის ფოკუსში, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე. გარდა იმისა, რომ ბიზნესის მიმართ საზოგადოების დაკვეთაა სოციალური პასუხისმგებლობის აღება, ვინაიდან საზოგადოებრივი სარგებლის ეფექტი ნამდვილად ახასიათებს, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით ხორციელდება, მოგეხსენებათ, თუ რაოდენ კარგი რეკლამა და მარკეტინგული სვლაა სოციალური პასუხისმგებლობით შენიღბული აქტივობები, ბიზნეს კომპანიების საქმიანობისთვის. შესაბამისად, წლიდან წლამდე, ამ ტიპის ღონისძიებების, იდეების მედია გაშუქება, მეტად მოცულობითი ხდება”, - აცხადებენ „აიფიემში“.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2018 წელი კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ყველა სხვა წელზე აღმატებული იქნება.

დღეის მონაცემებით კი „აიფიემ კვლევების“ მიერ გამოქვეყნებული TOP-10 ასე გამოიყურება:


 

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics