16:28 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 19:08:27, 1878 ნახვა

სამართალი
გიორგი ჭელიძის საქმის განხილვა გადაიდო - 13-მა ადვოკატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის სასამართლო პროცესი გადაიდო.

სხდომის გადადება ბრალდებულის ადვოკატების პროტესტმა გამოიწვია.

კერძოდ, მას შემდეგ, რაც სამი ადვოკატი მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა, ბრალდებულის 13-ივე უფლებადამცველმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მათ მოსამართლე მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ ის უსაფუძვლო შენიშვნებს აძლევდათ.

„სამი ადვოკატი სრულიად უსაფუძვლოდ დააჯარიმეს 500 ლარით ერთობლიობაში და კიდევ სხვა ვინმეს ხმა რომ არ ამოეღო, მე გავაკეთე ოფიციალური განცხადება, მივმართე იმ უკანონობაზე დავით ასათიანს. შესაბამისად ადვოკატთა ასოციაციაში არსებობს ეთიკის კომისია და კანონის საფუძველზე, პროტესტის ნიშნად ჩვენ ადვოკატებმა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად დავტოვეთ სასამართლო დარბაზი“, - განაცხადა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics