|
2018-10-17 16:02:27, 1172 ნახვა
კომენტარი
მარიამ ჯაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თეატრალური დასის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა უნდა მოხდეს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი. კომიტეტის თავმჯდომარემ მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ მიმართულების დაფინანსებისთვის ნახევარი მილიონი ლარის გათვალისწინება მოითხოვა. „განსაკუთრებით გთხოვთ, გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურის და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით. ჩვენ გვყავს არაერთი არაჩვეულებრივი მაგალითი ინკლუზიური თეატრის, განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აზდაკის ბაღის“ თეატრი, რომელიც თავისი შინაარსით და მეთოდოლოგიით არის აბსოლუტურად უნიკალური და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ, თუ მუნიციპალურ დონეზე უნდა შეუწყოს ამ უნიკალურ დასს ხელი, რომ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა თეატრალური დასის ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი პროფესიული დასის ხელშეწყობა მოხდეს. ესეც არის საკითხი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გადავიტანთ სამუშაო ფორმატში და გთხოვთ, გარკვეული რესურსების, სულ მცირე ნახევარი მილიონის გათვალისწინება მოხდეს ინკლუზიური თეატრის მიმართულებით ზოგადად, რომელიც მოიცავს თავის თავში აზდაკის თეატრის შესაძლო მხარდაჭერას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)