11:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 15:36:41, 922 ნახვა

საზოგადოება
ისრაელთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მაშავი“ პროგრამის დირექტორის მოადგილე იუვალ ფუქსი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა.

მხარეებმა მებოსტნეობის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებაზე და სპეციალისტების გადამზადებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ, ძირითადად, ფოკუსირებას ვახდენთ ცოდნის ამაღლებაზე, ტრენინგებზე, ასევე, რეგიონებში ექსტენციის პროგრამის გაძლიერებაზე;  გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის, ექსტენციონისტებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის. ჩვენ ჩამოვყალიბდებით, რა მიმართულებით შეგვიძლია თქვენი მხარდაჭერა“, - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

ვიზიტის ფარგლებში, მაშავის პროგრამის დირექტორის მოადგილემ, ისრაელიდან ჩამოსულ მებოსტნეობის ექსპერტებთან ერთად, წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მცენარეთა მიკროკლონური (In vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავლი მასალის და პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მუშაობის პროცესს გაეცნო.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics