|
2018-10-17 09:29:59, 835 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ
„ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქშოუში „პირისპირ“ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს გაგონება არ უნდა არაფრის, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული და ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებენ. შესაბამისად, ვერცერთ მათგანს ვერ ექნება ილუზია იმის თაობაზე, რომ მოიგებენ საპრეზიდენტო არჩევნებს. „მათ ამ შემთხვევაში აქვთ ერთგვარი რევოლუციური სცენარები, რაზეც საუბრობდნენ მიხეილ სააკაშვილი, ვაშაძე და სხვები. ამაზე გვესაუბრებოდნენ 2016, 2017 წელსაც, გვესაუბრებიან დღესაც, თუმცა ვნახეთ და დავამტკიცეთ არაერთხელ, რომ ხელისუფლება არის ხელისუფლება და ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემთ საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე არიონ ქვეყანაში სიტუაცია." - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის თითქმის ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობა აწყობს დესტრუქციას, ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტივისტები ცდილობენ შეხვედრების ჩაშლას და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს ღიად უპირისპირდებიან. მისივე თქმით, ქართული ოცნებისთვის პრინციპულად მიუღებელია ამ დესტრუქციას იგივე მეთოდით უპასუხონ, რადგან ქართული ოცნება აწარმოებს ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნების მოგებასაც ამ ტიპის კამპანიით აპირებს "დღეს რეალურად ბოლო რესურსს ხარჯავს ნაციონალური მოძრაობა, იმ ფულის ჩათვლით, რომელიც ხალხისგან აქვთ ნაშოვნი 2012 წლამდე, ეს არის ბოლო მობილიზაცია და წარუმატებლობისთვის არის განწირული“ - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისთვის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გამოჩენა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)