|
2018-10-16 16:41:03, 1762 ნახვა
პოლიტიკა
საჯად კარიმი: საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე უდიდეს პროგრესს მიაღწია
„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომლის ფარგლებშიც შევეხეთ ყველა რელევანტურ საკითხს, მათ შორის ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მიერ მიღწეული უდიდესი პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გზაზე", - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა საჯად კარიმმა, ბრიუსელში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. ევროპარლამენტარის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობას, ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც როსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა და დაგმობილი იქნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. საჯად კარიმმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი პარლამენტი უზრუნველყოფს ევროკავშირის დანარჩენი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობებისა დ პარლამენტების მხრიდან ოკუპაციის წინააღმდეგ მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. „შეხვედრის ფარგლებში ასევე ვისაუბრეთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ასევე აღვნიშნეთ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მიმდინარეობს ადექვატური გამკლავება. ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა იმ პრობლემატურ საკითხებთან დაკვშირებით, რომლებიც ვიზა-ლიბერალიზაციის შედეგად გაჩნდა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლეები საგრძნობლად შემცირდა", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. საჯად კარიმის განცხადებით, მინისტრთან შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე, ვაჭრობის განვითარებაზე, ასევე საქართველოსგან ევროკავშირში შემავალი პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ბრიუსელს ეწვია, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში. დავით ზალკალიანმა 2018 წლის 15 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ლუქსემბურგში გაიმართა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)