|
2018-10-15 18:44:02, 1950 ნახვა
საზოგადოება
ბიზნეს სექტორი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილ სიახლეებს გაეცნობა
სურსათის ეტიკეტირებისა და იმპორტის რეგულირების წესებში უახლოეს მომავალში საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები ამოქმედდება. აღნიშნული საკითხების შესახებ 16ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართელოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნეს სექტორისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.დაგეგმილ შეხვედრაზე ასოციაციის წევრი კომპანიები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდებიან და იმსჯელებენ იმ ცვლილებების შესახებ, რომელთა გახორციელებაც მათ მოუწევთ მომავალი საქმიანობის პროცესში. კერძოდ, შეხვედრა მიზნად ისახავს, კომპანიების ინფორმირებას იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც 2019 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. მასში იგულისხმება ცვლილებები მომხმარებელთა ინფორმირება საკვებდანამატების რეგულირებისა და იმპორტის რეგულირების წესებში. შეხვედრას, რომელსაც სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი კახა სოხაძე გახსნის, 50-მდე მეწარმე დაესწრება. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რათა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლება მიიღონ კომპეტენტური პასუხები თემასთან დაკავშირებულ მათთვის აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე. შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)