07:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 11:10:27, 340 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიელ კოლეგას პორტუგალიის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიელ კოლეგას, პედრუ პასუშ კოელიოს პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დარწმუნებული ვარ, ურთიერთგაგება და ნდობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და გადაიზრდება გრძელვადიან პარტნიორობაში ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, რომელიც ემსახურება პორტუგალიის რესპუბლიკაში მშვიდობის განმტკიცებას და პორტუგალიელი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics