07:41 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-13 10:44:02, 1709 ნახვა

საზოგადოება
14 ოქტომბერს მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

14 ოქტომბერს, „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული:

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს, 07:00 საათიდან 20:00 საათამდე, მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება მცხეთაში შესასვლელში, მცხეთა-ლარსის საავატომობილო გზის მე-19 კილომეტრზე. ავტომანქანით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავტოგასამართ სადგურ „რომპერტოლთან“ მდებარე პანდუსის საშუალებით,   შემოვლითი გზიდან.

მცხეთაში მოძრაობა აიკრძალება სამხედროს ქუჩაზე, რესტორან „გუჯარამდე“, ასევე, ფარნავაზის მოედნიდან ხიდზე, ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

დღესასწაულის დასრულების შემდეგ ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცხეთაში სრულად აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics