|
2018-10-12 17:11:54, 1190 ნახვა
საზოგადოება
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფხაზეთის კუთხე მოეწყო
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტენდზე აფხაზეთის შესახებ წარმოდგენილმა გამოცემებმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. აფხაზეთის კუთხეს, სადაც წარმოდგენილი იყო აფხაზურ ენაზე ნათარგმნი აფხაზეთის ლიტერატურის, ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის შესახებ გამოცემები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ უმასპინძლა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, სადაც მწერლებმა გურამ ოდიშარიამ და ბესო ხვედელიძემ აფხაზეთის თემატიკაზე ისაუბრეს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ასევე აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული სასაუბრო პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება" პრეზენტაცია გაიმართა. ელექტრონული სასაუბრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციავტივითა და მხარდაჭერით სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა. 500 წლიანი ისტორიის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში უდიდესი წიგნის ფორუმია, რომელშიც ყოველწლიურად ათიათასობით გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი, მწერალი და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ექსპერტი იღებს მონაწილეობას. ბაზრობაზე ყოველწლიურად წარმოდგენელია ასი ათასამდე დასახელების წიგნი და უახლესი გამოცემა. აღნიშნულ ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, აფხაზური კუთხის არსებობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ გამოცემული წიგნების გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა, უკეთ გააცნოს ევროპას საქართველოს ისტორიული კუთხე - აფხაზეთი თავისი მდიდარი წარსულითა და კულტურული მემკვიდრეობით. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემებით: ზურაბ ჯგუბურიას „ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში“, „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა ფაქტები შეფასებები“ და „ოკუპირებული აფხაზეთი - 25“, სალომე კაპანაძის „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთი“, ნატო მარშანიას „ქედუხრელი რაინდი“, მალხაზ ბარამიძის „ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ.წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში“, ლევან რჩეულიშვილის „VIII-X საუკუნეების გუმბათოვანი ხუროთმოძღვრება აფხაზეთში“, ნუგზარ მგალობლიშვილის „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“. ასევე, წიგნები: „აფხაზური ენის თვითმასწავლებელი“, „აფხაზეთი ფოტოებში, სურათებსა და ჩანახატებში, XIX საუკუნე (ფოტოალბომი)“, „15 აფხაზური სიმღერა“ და სხვა.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)