2018-10-12 13:56:54, 575 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საქართელოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საქართველოს სტუდენტური პალამენტის და დამოუკიდებელ ბავშთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებიც დაგეგმილია, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში.
აღნიშნული პროექტებია: განავითარე შენი რეგიონი, განავითარე შენი ქალაქი,
საზაფხულო ქალაქი, ლიდერთა ზამთრის სკოლა, სტაჟირების პროექტი საქართველოს პარლამენტში, გაიცანი საქართველო, ჩემი ჯადოსნური შაბათ-კვირა.
შუახევის მერმა სტუმრებს სამომავლო თანამშრომლობასა და პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა. შეხვედრას მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და საკრებულოს წევრი ზაზა დავითაძე ესწრებოდნენ.

(NS)
ავტორი: ,