06:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 12:27:46, 3271 ნახვა

მსოფლიო
CNBC: თურქეთი დაკავებულ ამერიკელ მღვდელს გაათავისუფლებს

თურქეთი ამერიკელ მღვდელს ენდრიუ ბრანსონს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ CNBC რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეთანხმება ანკარასა და ვაშინგტონს შორის უკვე შედგა. სანაცვლოდ ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

მედიის ცნობით, ბრანსონს სავარაუდოდ, დღეს, მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ გაათავისუფლებენ. ერთ-ერთი წყარო აცადებს, რომ ორმა ქვეყანამ შეთანმბას გასულ თვეში მიაღწიეს და მოლაპარაკებებს, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი აწარმოებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვაშინგტონმა ანკარას პასტორის გათავისუფლება რამდენჯერმე მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. 

შეგახსენებთ, პასტორი 2017 წელს იზმირში დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ბრანსონი, მეუღლესთან ერთად, თურქეთში, ქალაქ იზმირში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ქრისტიანული ეკლესიის მოძღვარი იყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics