06:05 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-12 11:21:51, 954 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი მაია ოთინაშვილს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც ცხინვალის რეგიონში ათდღიანი უკანონო თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გათავისუფლებულ მაია ოთინაშვილს შეხვდა და გათავისუფლება და სახლში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა.

 საუბრისას ნინო ლომჯარია განსაკუთრებით დაკავების დეტალებით, პატიმრობის პირობებითა და მოპყრობით დაინტერესდა. სახალხო დამცველმა ის ადგილი დაათვალიერა, საიდაც მაია ოთინაშვილი ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს.

სახალხო დამცველი ასევე შეხვდა 87 წლის დავით ვანიშვილს, რომლის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მცოცავი ანექსიის შედეგად, მავთულხლართს მიღმა დარჩა. მისი თქმით, იგი სრულ მარტოობაში ცხოვრობს ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, რომელთანაც ვერ ხერხდება ექიმის შეყვანა. იზოლაციის გამო, მოხუცი ცოლ–ქმარი ვერც საქართველოს მოქალაქეთათვის განკუთვნილი სერვისებით სარგებლობენ.

სახალხო დამცველი გეგმავს მიმართოს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტს, რათა მავთულხლართს მიღმა დარჩენილ ოჯახს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics