03:41 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 21:46:02, 1216 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში, საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის წევრთა დაჯილდოება გაიმართა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე,  საზღვაო ქვეითთა კორპუსის  ქართული სამეკავშირეო ჯგუფის წევრთა დაჯილდოება გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის  მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ამერიკელი სამხედროები მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუ“-ს მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი  დაესწრო. მან საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართულ  სამეკავშირო ჯგუფის უფროსთან, მაიორ ტიმოტი  ჯილეტისთან ერთად ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა, მე-11 ბატალიონს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მაისის თვიდან ასრულებს .ბატალიონის ამოცანას  ბაზის შიდა და გარე პერიმეტრის  დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას წარმოადგენს.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics