13:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-10 19:39:50, 1848 ნახვა

სამართალი
გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო [ვიდეო]

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა.

რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა შენობის შესასვლელთან ნაკელი და მარცვლეული დაყარა, რითაც მათი თქმით, გორის მერის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გააპროტესტს.

როგორც ტელეკომპანია „დიას“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მიმდინარეობისას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თეიმურაზ მანველიშვილმა ერთ-ერთ აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა ჩამოამხო, შემდეგ კი, კვლავ მერიის შენობაში შებრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ორაზროვანი განცხადება გააკეთა, ამერიკის მაშინდელ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს კი „ზანგი“ უწოდა.

მოგვიანებით თავზარაშვილმა რასისტული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, აგვისტოს ომზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ „ცალსახად ომი რუსულმა მხარემ დაიწყო, თუმცა საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს არ უნდა წამოგებოდა“.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics