|
2018-10-10 13:51:03, 5622 ნახვა
ევროპის ამბები
მარიამ ჯაში: მინდა დაგიდასტუროთ, რომ ზურაბიშვილი არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ენას
„ქალბატონი სალომე გახლდათ ჩვენი კომიტეტის- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ბოლო ორი წლის განმავლობაში და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ენას. ასევე, ჩვენი ეროვნული უმცირესობების უფლებებს და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. მისი პრინციპულობა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, როდესაც ის გახლდათ პირველი, რომელიც პრაქტიკულად, აკრიტიკებდა უსამართლო რეჟიმს ჩვენ უახლოეს წარსულში. მე დიდი სიამოვნებით ვუერთდები ქალბატონი სალომეს კამპანიას, მხარდაჭერას და დარმწუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე გახდება ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი. მან უკვე გააერთიანა ჩვენი დიასპორა, როდესაც მისი დიდი ძალისხმევით საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, მათი მოქალაქეობის საკითხი იყო მნიშვნელოვნად გადაჭრილი პრობლება, რომელიც გახლდათ სწორედ ქალბატონი სალომეს დამსახურება“. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მარიამ ჯაშმა მარნეულში ამომრჩეველან შეხვედრაზე განაცხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)