|
2018-10-09 15:28:46, 1864 ნახვა
სამართალი
ლევან ყიფიანს პროკურატურა დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავს
მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ლევან ყიფიანი კიდევ ერთხელ გამოიძახა. ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, მათ შორის ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების დირექტორები და თანამშრომლები, ასევე კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამასთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა ზაზა ოქუაშვილი, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა. სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)