2018-10-09 14:07:37, 2004 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში გაიმართება
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დეკემბერში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრინ ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.
ფაშიანიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შესაბამისი მემორანდუმი მან პარტიის „აყვავებული სომხეთი“ ლიდერთან გაგიკ ცარუკიანთან გააფორმა.
მანამდე ფასინიანმა სომხეთში ექვსი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ცნობისთვის, სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელმაც შესალოა, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალოს. კანონპროექტს მხარი რესპუბლიკურ პარტიის წევრებმა დაუჭირეს, რომელსაც ორგანოში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, ასევე „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუტუნის“ დეპუტატებმა.
ავტორი: ,