22:38 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-09 12:57:52, 3179 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა გატაცებული მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ხურვალეთიდან გატაცებული მაია ოთინაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ოთინაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს. მის გარდა ცხინვალის იზოლატორი, მანამდე გატაცებულმა სოფელ კირბალის მკვიდრმა აკაკი დოთიაშვილმაც, დატოვა. ორივე მოქალაქე ქართულ მხარეს ერგნეთში გადმოეცემა. მაია ოთანაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1-წლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დოთიაშვილს ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

შეგახსენებთ, რომ მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა 29 სექტემბერს გაიტაცეს. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
Financial Time: საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირში უკრაინის სიმბოლურად გაწევრიანების ვარიანტს განიხილავენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა პირადად შეხვდეს ირანის ხელმძღვანელობას
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics